UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას არმან ცარუკიანი დააზღვევს.
ეს იმას ნიშნავს, რომ 14 ივინის მსუბუქი დივიზიონის ქამარი აუცილებლად გათამაშდება, რადგან თუ რომელიმე მებრძოლი ბრძოლას ჩაეხსნება და ოქტაგონზე გასვლას ვერ მოახერხებს, მას არმან ცარუკიანი ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა 14 ივნის გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







