"რეალის" ბრაზილიელი შემტევის ვინისიუს ჟუნიორის დამატებით "მნანჩესტერ სიტი" დაინტერესდა და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის შესაძენად იბრძოლებს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "სიტის" ხელმძღვანელობა ბრაზილელი ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე თუ არაფერი შეიცვალა, ისინი ქმედითი ნაბიჯების გადადმას აპირებენ. ვინისიუს "რეალთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სწორედ ამ ყველაფერმა შეიძლება ფეხბურთელის "სიტიში" ტრანსფერზე დიდი გავლენა მოახდინოს.
გარდა ამ ყველაფრისა, "ქალაქელთა" დამრიგებელ პეპ გვარდიოლას ვინისიუსის თამაშის სტილი ძალიან მოსწონს და მისი ტრანსფერით ესპანელიც დაინტერესებულია.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორი "რეალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მას მიმდინარე სეზონში 50 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი და 14-ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.





