"ნიუკასლის" ინგლისელი შემტევის ენტონი გორდონის მიმართ ინტერესი იზრდება. ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "პარი სენ-ჟერმენი" იჩენს.
წყაროს ცნობით, პარიზელები გორდონის თამაშით მოხიბლულნი არიან და მის სიტუაციას აკვირდებიან. ისინი ინგლისელ ფეხბურთელს გონსალუ რამუშის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც ზაფხულში პსჟ-ს დატოვებს.
გარდა პარიზული გრანდისა, ენტონი გორდონის მიმართ ინტერესს მიუნხენის "ბაიერნიც" იჩენს, რომელიც მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
23 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და „ნიუკასლის“ შეტევაში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი სისწრაფე, ტექნიკა და აგრესიული თამაში „ბაიერნის“ ინტერესის მთავარი მიზეზებია.
ცნობისთვის, გორდონი "ნიუკასლის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. ინგლისელმა მიმდინარე სეზონში 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 17 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





