ლისაბონის "სპორტინგმა" ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულში მის გასხვისებას შეეცდება. ინფორმაციას ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ლომები" ზაფხულში გიორგი ქოჩორაშვილის იჯარით გასხვისებას განიხილავენ, რომლის კონტრაქტში გამოსყიდვის ოფციაც იქნება ჩადებული. ამით "სპორტინგის" ხელმძღვანელობას ფეხბურთელში ჩადებული 5.5 მილიონიანი ინვესტიციის ამოღება სურს.
გავრცელებული ცნობებით, გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით რამდენიმე ესპანური კლუბია დაინტერესებული, ერთ-ერთი კი მისი ყოფილი კლუბი "ლევანტეა", თუმცა ქართველი ფეხბურთელი ყოფილ კლუბში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ვალენსიური კლუბი უმაღლეს ლიგაში დარჩენას მოახერხებს.
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მისი სათამაშო დრო ძალიან შეზღუდულია - ან საერთოდ არ უწევს მოედანზე გასვლა, ან მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე.
ქოჩორაშვილი "სპორტინგს" გასულ ზაფხულს "ლევანტედან" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.





