საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "შტურმ გრაცის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მესამედ დაისაკუთრა.
საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მონაწილეობა ბუნდესლიგის თორმეტივე კლუბის პრეზიდენტმა, მენეჯერმა და მწვრთნელმა მიიღეს და სწორედ მათი გადაწყვეტილებით "შტურმის გრაცის" ნახევარმცველი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.
"ეს პატივი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და კიდევ ერთხელ, წარმოუდგენელი პრივილეგიაა. აღნიშნული ჯილდოს მოგება შეუძლებელი იქნებოდა ჩემი თანაგუნდელებისა და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მხარდაჭერის გარეშე. ჩემთვის ეს ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყველანი ერთად ვვითარდებით და მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. დარწმუნებული ვარ, დარჩენილ ორ ტურში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ”, - თქვა კიტეიშვილმა.
კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 14 გოლით ბომბარდირებში ლიდერობას „რიდის“ ფეხბურთელ კინგსტონ მუტანდვასთან ერთად იყოფს. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 39 თამაშში 18 გოლი და 4 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 11 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერ პენალტი კი მოიპოვა.







