ფეხბურთი

21:34 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას კიდევ ვეცდებით"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ „ვოლფსბურგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე პსჟ-სთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი კიდევ ექნებათ:

„იმედგაცრუება ნორმალურია. ეს იყო დიდი მიზანი, რომელმაც დიდი ენერგია წაგვართვა, მაგრამ მეორე დღიდან მხოლოდ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, რის მიღწევასაც მომავალში შევძლებთ. მინდა კარგი მაგალითი მივცე. ჩემს კოლეგას, ფრანკ შმიდტს, ვეთანხმები: ცხოვრებაში სხვა რაღაცებიც არსებობს და ყველაფერი პერსპექტივაში უნდა შეხედო. მალე ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდებით და ყველაფერს ისევ გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად და მოსაგებად. მანამდე კი ბევრი სხვა ტიტული გვაქვს მოსაგები და ესეც დიდი მოტივაციაა.

პსჟ-სთან მსგავს თამაშში უმცირეს დეტალებსაც მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი რამ გაცილებით უკეთ უნდა გავაკეთოთ. თუმცა, მოწინააღმდეგეს აშკარად არ უჯობნია. თუ ამას რაციონალურად შეხედავთ, კარგ გზაზე ვართ და მხოლოდ დეტალებში უნდა გავუმჯობესდეთ“, - აღნიშნა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ბუნდესლიგა უკვე მოიგო და კიდევ ერთი ტიტულის მოგება შეუძლია, რადგან გერმანიის თასის ფინალშია, სადაც „შტუტგარტს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090495