UFC-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ MMA-ს ირლანდიელი ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ბრუნდება და ის ზაფხულში იჩხუბებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ კონორის დაბრუნება ზაფხულში მოხდება. კულისებში ბევრი საინტერესო რამ მიმდინარეობს, რაც დიდ თავდაჯერებას მაძლევს, რომ კონორი იჩხუბებს,” — განაცხადა უაითმა.
მაკგრეგორს UFC-ში აღარ უჩხუბია 2021 წლის შემდეგ, როდესაც დასტინ პორიესთან მძიმე ტრავმა მიიღო. მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მისი დაბრუნების შესახებ, თუმცა დაგეგმილი ბრძოლები სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა.
ამ ეტაპზე ოფიციალურად არც მოწინააღმდეგეა ცნობილი და არც ბრძოლის თარიღი, თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, ყველაზე რეალური ვარიანტი მაქს ჰოლოვეისთან დაპირისპირებაა, რომელიც შესაძლოა UFC 329-ზე გაიმართოს.







