ფეხბურთი

14:15 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კანი: "კომპანის B გეგმა არ აქვს, ყოველთვის ოთხ გოლს ვერ გაიტან, ზუსტად ეს მოხდა პსჟ-სთან მატჩში"

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მეკარემ ოლივერ კანმა ვენსან კომპანი გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ბელგიელი სპეციალისტის სტილი ძალიან ბევრ რისკს შეიცავს და პსჟ-სთან მატჩში გამოჩნდა, რომ მას B გეგმაც არ ჰქონდა.

„ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ, რომ კომპანის სისტემა დიდ რისკს შეიცავს. როდესაც ეს სისტემა კონტროლს ოდნავ მაინც კარგავს, უცებ ხედავ, რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს. ზუსტად ეს მოხდა პსჟ-სთან მატჩში. ყოველთვის ოთხი გოლის გატანა შეუძლებელია, თანამედროვე ფეხბურთში B გეგმის ქონა და განსხვავებული იდეები საჭიროა“, - თქვა კანმა.

თუმცა, ოლივერისგან განსხვავებით, კომპანის მუშაობით ძალიან კმაყოფილია ლოთარ მათეუსი. ლეგენდარული გერმანელი ამბობს, რომ „ბაიერნის“ თამაშს მოუთმენლად ელოდება, რადგან გუნდი ძალიან ლამაზად თამაშობს:

„შემტევი თამაშის სტილით ყველაფრის დაცვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მათ ბევრი გოლი გაუშვეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში მაინც ძალიან წარმატებულები არიან და დუბლის შესრულება შეუძლიათ. ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. „ბაიერნმა“ საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა „პარი სენ-ჟერმენთან მეორე მატჩში, მაგრამ მაინც გაგვაოცა მთელი სეზონის განმავლობაში. ისინი ყოველთვის გამორჩეულად თამაშობენ და მოუთმენლად ველოდები ყველა მატჩს, „ბაიერნი“ სანახაობას განასახიერებს, რაც მიმდინარე სეზონში აჩვენა კიდეც. ამ მიდგომას არ გადავუხვევდი“, - განაცხადა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ბუნდესლიგა ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო და გერმანიის თასის ფინალშიცაა, სადაც 23 მაისს, „შტუტგარტს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.079613