„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ჩელსისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
თუმცა, ითამაშებს თუ არა, „ჩელსის“ წინააღმდეგ, ეს ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, გუნდს ნამდვილად დააკლდებიან მოჰამედ სალაჰი და ალისონი:
„გიორგი დღეს ჩვენთან ერთად პირველად ივარჯიშებს, ამიტომ, ვნახოთ, როგორ მოახერხებს რეაგირებას. ალისონი ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს გუნდთან ერთად, თუმცა ახლოსაა. სალაჰსაც არ უვარჯიშია, მაგრამ ალისონის მსგავსად ძალიან ახლოსაა დაბრუნებასთან“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 8, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული. ქართველმა მეკარემ ტრავმა 19 აპრილს, „ევერტონთან“ დერბიში მიიღო.
ლივერპული, რომელიც პრემიერლიგაში 58 ქულით მეოთხე ადგილზეა, 9 მაისს, ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.





