ფეხბურთი

19:28 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია, გიჟივით მუშაობს"
"ლუის ენრიკესთან არავინ წუწუნებს, ნახეთ, როგორ მოიქცა დემბელე, როცა შეცვალეს"

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა თავის პოდკასტში „პარი სენ-ჟერმენში“ ისაუბრა.

მან შეაქო ხვიჩა კვარაცხელია და ასევე, გამოარჩია ლუის ენრიკეს როლი. როგორც კროოსმა აღნიშნა, პსჟ-ში კარგად ჩანს, რომ ყველაფერს ლუის ენრიკე აკონტროლებს და ფეხბურთელები მას პატივს სცემენ:

„ლუის ენრიკემ 65-ე წუთზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შეცვალა და ეს ნორმალურია. ის ხელს ართმევს მწვრთნელს და შემდეგ სათადარიგო სკამიდან ამხნევებს თანაგუნდელებს. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ბევრი საპირისპირო მაგალითი გვინახავს. იმიტომ შეცვალა, რომ დაინახა, დაღლილი იყო, დუე და კვარაცხელია უკეთ თამაშობდნენ და მოედნიდან გაიყვანა, მორჩა.

ლუის ენრიკესთან არავინ წუწუნებს, ეს კი ბევრს მეტყველებს მწვრთნელის პატივისცემაზე, ამით ჩანს, რომ მწვრთნელი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ხედავდით როგორ ამხნევებდა დემბელე თანაგუნდელებს და არ მოიქცა ისე, როგორც ფეხბურთელების 90% იქცევა, რომლებიც თავს გუნდის ვარსკვლავებად მიიჩნევენ.

სწორედ ამ დეტალებში ვხედავთ, რა გააკეთა მან ამ გუნდთან და მსოფლიო დონის ფეხბურთელებთან, როგორ მოახერხა მათი ჩამოყალიბება. ეს გუნდის წარმატებაა. კვარაცხელია? ის გიჟივით მუშაობს და მსოფლიო კლასის ფეხბურთელია“, - თქვა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09357