ფეხბურთი

20:36 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს.

როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, პორტუგალიელ სპეციალისტთან ესპანური კლუბის წარმომადგენლებს პირდაპირი კონტაქტი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ „ბენფიკას“ ჟოზეს შენარჩუნება სურს, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულია.

შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებას „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიიღებს. როგორც ამბობენ, სწორედ ის არის მოურინიოს დაბრუნების მომხრე და ინიციატორი. თუ ასე მოხდა, „რეალს“ „ბენფიკასთვის“ კომპენსაციის სახით 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ჟოზე მოურინიომ „რეალში“ 2010-2013 წლებში ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი თითოჯერ მოიგო.

გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბიდან“ ალვარო არბელოას დაითხოვენ, რომელმაც ჩაბი ალონსო შეცვალა, მაგრამ სიტუაცია ვერ გამოასწორა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163456