ფეხბურთი

21:07 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: "ვიცით პსჟ-ს კლასი, მაგრამ ფინალში ყველაფერს გავაკეთებთ"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ვესტ ჰემთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც გააკეთა კომენტარი. როგორც მან თქვა, პსჟ ძალიან ძლიერია, მაგრამ „არსენალი“ საკუთარ ძალებში დარწმუნებულია.

„ვიცოდით, რა დონის მეტოქე გველოდებოდა ფინალში, იქნებოდა ეს „ბაიერნი“ თუ პსჟ. ვიცით მათი ხარისხი და სულ ესაა. თუმცა, ცხადია, ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ფინალში ყველაფერს გავაკეთებთ, რაც გვჭირდება.

როგორი შეგრძნება მქონდა ფინალში გასვლისას? მატჩის შემდეგ ძალიან ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი, ცხადია, რადგან ვიცით, რას ნიშნავს ეს ყველასთვის, კლუბისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის და პერსონალისთვის“, - აღნიშნა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 20-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ გავიდა. 30 მაისს, ბუდაპეშტში პსჟ-ს შეხვდება, რომელთანაც გასულ სეზონში ნახევარფინალის ორივე მატჩი წააგო. აღსანიშნავია, რომ „არსენალს“ ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 24 შეხვედრაში მხოლოდ ორი მარცხი აქვს და ორივე პსჟ-სთან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.186878