ფეხბურთი

22:35 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბორნმუთმა" ესპანელი ფეხბურთელი 15 წლის გოგონასთან მიმოწერის გამო გუნდს ჩამოაშორა

ინგლისურმა „ბორნმუთმა“ ესპანელი ფეხბურთელი ალექს ხიმენესი დროებით შემადგენლობას ჩამოაშორა.

საქმე ისაა, რომ ხიმენესს ბრალად ედება 15 წლის გოგონასთან სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერა, რომელიც შეუფერებელ ტექსტებს შეიცავდა.

„კლუბი აცნობიერებს საკითხის სერიოზულობას და ამჟამად მიმდინარეობს მისი გამოძიება. შედეგად, ალექსი არ იქნება ხვალინდელ მატჩში „ფულჰემის“ წინააღმდეგ და კლუბი ამ დროისთვის დამატებით კომენტარს არ გააკეთებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ალექს ხიმენესი „ბორნმუთმა“ გასულ ზაფხულს „მილანიდან“ დაიმატა, ხოლო მანამდე ის მადრიდის „რეალის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169072