არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციაზე, ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა, რომელთა შორის არგენტინა არ შეიყვანა:
„რონალდუსთან მეტოქეობა? ეს ფეხბურთის სამყაროში ბუნებრივია. მე „ბარსელონაში“ ვიყავი, ის „რეალში“ და ჩვენ ყველაფერში კონკურენცია გვიწევდა, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად, ამიტომ ხალხი ყოველთვის გვადარებდა. თუმცა ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი და პატივისცემით სავსე იყო და ყველაფერი, რაც მოხდა, წმინდა სპორტული იყო. არაფერი პირადული არ ყოფილა. ხშირად არ ვხვდებოდით, გარდა მატჩებისა და დაჯილდოების ცერემონიებისა, მაგრამ ყოველთვის კარგ ურთიერთობებში ვიყავით. ახლა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვართ, მაგრამ რაც მოხდა, ლამაზი სპორტული მეტოქეობა იყო.
ყველაფერში გამარჯვება მომწონს. ვიდეო თამაშებშიც კი არ ვაძლევ ჩემს შვილებს მოგების უფლებას. ასეთი ვარ და სწორედ ამან მიმიყვანა იქამდე, რასაც მივაღწიე. არ ვიცი, როგორ წავაგო, მაგრამ სწორედ ამან შემქმნა ის, ვინც ვარ.
ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე? ძალიან ობიექტური ვერ ვიქნები, ის ჩემი მეგობარია. ცხადია, ძალიან მინდა, რომ წავიდეს და კარგი რამ მოხდეს, რადგან ის ამას იმსახურებს. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყოველთვის გვინდა, რომ საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ და ნეიმარი, სანამ თამაშობს, ყოველთვის ერთ-ერთი მათგანი იქნება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენს წინ სხვა ფავორიტები არიან. საფრანგეთი კვლავ ძალიან ძლიერია, უამრავი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. ესპანეთი, ბრაზილია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია საუკეთესო ფორმაში არ არის, ყოველთვის კონკურენტია. ვფიქრობ, პორტუგალიაც ძალიან კონკურენტუნარიანია“, - თქვა მესიმ.







