ფეხბურთი

1:30 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ ფეხბურთელები დაბადების დღეზე დაპატიჟა, მაგრამ თავად რესტორანში არ მივიდა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საკუთარ დაბადების დღეზე მთელი გუნდი დაპატიჟა.

ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: Le Parisien-ის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი თავის იუბილეზე არ მივიდა. მან ძვირადღირებულ რესტორანში ფეხბურთელები მიიწვია და მის გარეშე მოლხენის საშუალება მისცა. ფრანგები წერენ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა, რადგან ფეხბურთელები უფრო მეტად დაახლოვდნენ და გუნდში კიდევ უფრო ოჯახური განწყობა იყოს. ლუის ენრიკეს 56 წელი შეუსრულდა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პსჟ კლუბის ყველა თანამშრომელს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წაიყვანს და ფინანსურ ხარჯებს, რაც ბუდაპეშტში მოგზაურობა დაჯდება, მატჩის ბილეთების ჩათვლით, დაფარავს.

ეს სიახლე არ არის: „პარი სენ-ჟერმენმა“ შარშანაც იგივე გააკეთა, როცა 500 თანამშრომელს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასწრება სრულად დაუფინანსა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 30 მაისს, ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093136