ფეხბურთი

0:31 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" სერია A-ში დაბრუნდა

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სერია A-ში დაბრუნდა. სერია B-ს ბოლო ტურში მასიმილიანო ალვინის გუნდმა „მანტოვა“, რომელთანაც ფრეც აწყობდა, დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კვერნაძე მოედანზე 90 წუთი იყო, გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. ქართველმა შემტევმა სეზონი 36 მატჩში 5 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა. გარდა ამისა, 1 გოლი იტალიის თასზეც გაიტანა. კვერნაძე „ფროზინონეს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და სერია A-ში დაბრუნებაში საკმაო წვლილი მიუძღვის.

„ფროზინონეს“ გარდა, სერია A-ში პირდაპირ გადავიდა „ვენეცია“, ხოლო 6 გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს დარჩენილი ერთი საგზურისთვის და ამ პლეი-ოფის მოგებული აღზევდება ელიტაში. ეს გუნდები არიან: „მონცა“, „პალერმო“, „კატანძარო“, „მოდენა“, „იუვე“ სტაბია“ და „აველინო“.

ვთქვათ ისიც, რომ „ფროზინონესთვის“ ეს იქნება მეოთხე სეზონი სერია A-ში 2015-2016, 2018-2019 და 2023-2024 წლების სეზონების შემდეგ. წინა სამ შემთხვევაში კლუბმა სერია A-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა და გავარდა. კვერნაძემ ორი წლის წინანდელ სეზონში იტალიური ფეხბურთის ელიტაში 5 მატჩი ჩაატარა.

სერია B-დან სერია C-ში გავარდნენ „რეჯანა“, „სპეცია“ და „პესკარა“, ხოლო გასავარდნ პლეი-აუტში „სუდტიროლი“ და „ბარი“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093254