კალათბურთი

11:35 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის და კორსანტიას ექვსიანები ესპანეთში

ესპანეთის პრიმერა FEB-ის (მეორე დივიზიონი) 34-ე ტურში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ „ფიბვი პალმასთან“ საკუთარ მოედანზე 59:85 დამარცხდა.

სანაძემ 24 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. დუდამ 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ 9-დან ვერცერთი ორქულიანი ისროლა ზუსტად.

„პალმერ ბასკეტი“ 8 მოგებით და 24 წაგებით მე-15 ადგილზე გავიდა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„გიპუზკოა“ სტუმრად „ობრადოიროსთან“ 68:85 დამარცხდა. გიორგი კორსანტიამ 22 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„გიპუზკოა“ 19 მოგებით და 13 წაგებით მეხუთე ადგილზე გავიდა და ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09728