ფეხბურთი

13:11 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩუამენი: "რაც მოხდა, მიუღებელია, ახალგაზრდები ჩვენგან განსხვავებულ მაგალითს ელიან"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ორელინ ჩუამენიმ ბოდიში მოიხადა ფედერიკო ვალვერდესთან ჩხუბისთვის.

როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, ახალგაზრდები მათგან განსხვავებულ მაგალითს ელოდებიან:

„ვარჯიშზე მომხდარი მიუღებელია - ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი ჩვენგან სამაგალითო საქციელს ელიან. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მართალი ან არასწორი, კონფლიქტის მოსაგვარებლად ყოველთვის უნდა ვეძებოთ ყველაზე მშვიდი გამოსავალი. თუმცა, ახლა აღარ არის დრო, გავარკვიოთ, ვინ რა გააკეთა, ვინ რა თქვა, ან ვინ იყო მართალი ან არასწორი. ვაღიარებ კლუბის სანქციას და ვიღებ მას. ჩვენ ოჯახი ვრჩებით, ზოგჯერ უთანხმოებები გვაქვს, მაგრამ ჩვენი მიზნები ყოველთვის ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ. ბოდიში მოვუხადე ჯგუფს და ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მადრიდისტას. ჩვენი ყურადღება ელ კლასიკოზე და მომავალ სეზონზეა გადატანილი, რათა კლუბი მწვერვალზე დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია“, - დაწერა ჩუამენიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ორელინ ჩუამენი და ფედერიკო ვალვერდე 500 000 ევროთი დააჯარიმა, მაგრამ ისინი სპორტულ სასჯელს გადაურჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090783