„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფილ ფოდენისა და იოშკო გვარდიოლის შესახებ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ძალიან გახარებულია გვარდიოლის დაბრუნებით და იმედი აქვს, რომ მასთან კლუბი ახალ კონტრაქტს გააფორმებს:
„ფოდენის კონტრაქტის განახლება? ვკითხე ჩემს სპორტულ დირექტორს და თითქმის მზადაა. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გვარდიოლი? ვარჯიშობს. ბევრი თვე გავიდა. გასულ სეზონში ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ყველა თამაშში მონაწილეობდა და შემდეგ მისმა სხეულმა თქვა, რომ საკმარისია. მიხარია, რომ დაბრუნდა. იმედი მაქვს, სეზონის ბოლო ნაწილში დაგვეხმარება და ხორვატიასთან ერთად კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი ექნება. მომავალ სეზონში ის საუკეთესო ფორმაში გვეყოლება. ცენტრალური მცველი, ფულბექი - მას შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ის ძალიან სწრაფია, ძალიან მოქნილია. მისი დაბრუნება მართლაც კარგია. მისი კონტრაქტი? ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან მინდა, რომ გვარდიოლი აქ დარჩეს. მისნაირი მოთამაშის პოვნა ადვილი არ არის, ამიტომ იმედი მაქვს, რომ დარჩება“, - თქვა გვარდიოლამ.





