„ლანსმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „ნანტი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და ამ მოგებით ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.
გამარჯვების გოლი 16 წლის მეზიამ სოარეშმა გაიტანა, რომელმაც პროფესიონალურ ფეხბურთში თავი პირველად გამოიჩინა.
მას „ნანტთან“ დებიუტი ჰქონდა და მოედანზე შესვლიდან 5 წამში შეძლო გოლის გატანა. გოლის, რომლითაც „ლანსმა“ მოიგო და რითაც არა მარტო ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, არამედ, პსჟ-სთან საჩემპიონო რბოლაშიც დარჩა.
„ლანსი“ 67 ქულით მეორე ადგილზეა, 3 ქულით ჩამორჩება პსჟ-ს, რომელთანაც სათამაშო აქვს, მაგრამ ერთი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, პიერ საჟის გუნდი საფრანგეთის თასის ფინალშიცაა გასული, ასე რომ, ძალიან წარმატებული სეზონი აქვს.





