ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ჩაბი ალონსოა. ესპანელი სპეციალისტი მზადაა ინგლისური კლუბი ჩაიბაროს, თუ მხარეები შეთანხმდებიან.
„ამ კვირაში „ჩელსისა“ და ჩაბი ალონსოს შორის დადებითი პირველი მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც შესაძლოა ლონდონური ახალი მწვრთნელი გახდეს. ესპანელმა მწვრთნელმა გრძელვადიანი პროექტისა და კონტრაქტის შემთხვევაში, ხელმისაწვდომობა გამოთქვა. „ლურჯების“ სიაში სხვა კანდიდატებიც არიან. მიმდინარეობს მსჯელობა“, - იტყობინება ნიკოლო სკირა.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია. მან მანამდე წარმატებას „ლევერკუზენში“ მიაღწია, რომელსაც ისტორიაში პირველად გერმანიის ჩემპიონატი მოაგებინა.
ალონსო კარგად იცნობს პრემიერლიგასაც, რადგან წლების განმავლობაში „ლივერპულში“ თამაშობდა. „ჩელსიმ“ მიმდინარე სეზონში ორი მწვრთნელი შეიცვალა - ენცო მარესკა და ლიამ როსენიორი.





