ფეხბურთი

18:10 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ლა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება ჩვეულებრივი შედეგი არაა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე ისაუბრა.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, მისი გუნდის მიზანი ლამაზად თამაში და გამარჯვებაა:

„რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის თამაში და ჩვენს ფეხბურთზე ფოკუსირება. ჩვენ ფანტასტიკური სეზონი გვქონდა და მინდა, ხვალაც იგივე დონე და სტილი ვიხილოთ. ვიცი, რომ დაძაბულობა მაღალია. „ელ კლასიკო“ საუკეთესოა, რაც ესპანურ ფეხბურთს შეუძლია შემოგთავაზოთ. გვინდა, რომ გუნდურად, ერთ გუნდად ვითამაშოთ. სხვა არაფერზე ვარ ორიენტირებული. „ელ კლასიკოა“ და მატჩი „რეალისთვისაც“ მნიშვნელოვანი იქნება.

მხოლოდ ამ მატჩზე ვარ კონცენტრირებული, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებულია. ეს მნიშვნელოვანია კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთელებისთვის, პერსონალისთვის. ზედიზედ მეორე ჩემპიონის ტიტული გვინდა. ლა ლიგის დონის გათვალისწინებით, ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა ჩვეულებრივი შედეგი არ არის.

კრიზისი „რეალში“? ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ყველგან ხდება. მხოლოდ „რეალს“ არ ეხება. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ არ ვნერვიულობ, რადგან ეს ჩემს გუნდს არ ეხება“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 10 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170176