ფეხბურთი

19:14 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში სხვა გუნდი ვიქნებით"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ჩელსისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში „ლივერპული“ სულ სხვა გუნდი იქნება.

„ბოლო ხუთ თამაშში სამი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ და დღეს ფრე. ეს ის არ არის, რაც გვინდა. მეტი გვინდა და ხუთივეს მოგება. ალბათ, გულშემატკივრებიც ამიტომ არიან უკმაყოფილო.

მინდა, მეტი გავაკეთო გუნდისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, გუნდიც იგივეს გრძნობს. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში სხვა გუნდი ვიქნებით.

ნგუმოას შეცვლა და ფანების ობსტრუქცია? მას კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და როდესაც ვკითხე, მიპასუხა, რომ არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა თამაშის გაგრძელებას. ფეხბურთში ხშირად ხალხმა ყველაფერი არ იცის. მე ვარ მწვრთნელი და უნდა მივიღო გადაწყვეტილებები“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა და პრაქტიკულად განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა, მომდევნო ტურში კი 15 მაისს, "ასტონ ვილას" სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09255