ფეხბურთი

19:46 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის თამაშის გამოხმაურება: "ნამდვილად სოლიდური მატჩი ჩაატარა"

გიორგი მამარდაშვილი ორკვირიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა და „ჩელსის“ წინააღმდეგ „ლივერპულის“ კარი 90 წუთი დაიცვა.

მატჩი 1:1 დასრულდა, ქართველმა მეკარემ ორი დარტყმა მოიგერია და ბრიტანულ მედიაში მისი თამაში ამგვარად შეაფასეს:

This is anfield 6 ქულა: „ტრავმის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა მამარდაშვილმა კარგი სეივები გააკეთა, რათა მარკ კუკურელიას და ენცო ფერნანდესს გოლი არ გაეტანათ. მან ფერნანდესის გამათანაბრებელი დარტყმას ვერაფერი მოუხერხა და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შეცდომები არ დაუშვია“.

Liverpool.com 7 ქულა: „პირველ ტაიმში კარგი სეივები განახორციელა, მარკ კუკურელიას და ენცო ფერნანდესის წინააღმდეგ. ფეხით თამაში კვლავ პრობლემა იყო და მისმა ცუდმა ამოტანამ, გამათანაბრებელი გოლი გამოიწვია“.

Liverpool Echo 7 ქულა: „კუკურელიას და ენცო ფერნანდესის კარგი დარტყმები მოიგერია. მეორე ტაიმში ნაკლები საქმე ჰქონდა, მაგრამ კარიდან ფეხით დარტყმები გაუმჯობესებას საჭიროებს“.

Daily Express 7 ქულა: „ტრავმის მოშუშების შემდეგ ვუდმენის ნაცვლად დაბრუნდა და ორი კარგი სეივი მიითვალა კუკურელიასა და ფერნანდესის წინააღმდეგ“.

Goal 7 ქულა: „მთელი მატჩის განმავლობაში ფხიზლად და ყურადღებით იყო. ნამდვილად სოლიდური თამაში ჩაატარა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 9, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

„ლივერპული“ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა და პრაქტიკულად განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა, მომდევნო ტურში კი 15 მაისს, "ასტონ ვილას" სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173937