გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩი „ლაიპციგსა“ და „ზანქტ-პაულის“ შორის „ხარების“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
45-ე წუთზე ქსავერ შლაგერმა გახსნა ანგარიში და „ლაიპციგი“ წინ გაიყვანა. ვილი ორბანმა გუნდის უპირატესობა 54-ე წუთზე გააორმაგა. სტუმართა გუნდის რიგებში აბდული სეზეიმ 86-ე წუთზე გაიტანა გოლი.
ამ თამაშის შემდეგ, „ლაიპციგი“ გერმანიის უმაღლეს ლიგაში 65 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ზანქტ-პაული“ 26 ქულით მე-17-ზე. ჩვენთვის საინტერესო „ზანქტ-პაულის“ ამბავია, რომელიც გასავარდნ ზონაში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმის" უშუალო კონკურენტია.
გერმანია. ბუნდესლიგა. 33-ე ტური. 9 მაისი: შტუტგარტი - ლევერკუზენი 3:1, ჰოფენჰაიმი - ვერდერი 1:0, ლაიპციგი - ზანქტ პაული 2:1, აუგსბურგი - გლადბახი 3:1, ვოლფბურგი - ბაიერნი მოგვიანებით გაიმართება





