ფეხბურთი

20:37 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სანდერლენდი“ პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში უგოლოდ დაზავდნენ

„სანდერლენდსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

ამ თამაშის შემდეგ, „სანდერლენდი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 48 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ 65 ქულით მესამეზე.

შემდეგ რაუნდში „შავი კატები“ 17 მაისს სტუმრად „ევერტონს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „წითელი ეშმაკები“ იმავე დღეს „ნოტინგემ ფორესტს“ უმასპინძლებენ.

ინგლისი. პრემიერლიგა. 36-ე ტური. 9 მაისი: ლივერპული - ჩელსი 1:1, ბრაიტონი - ვულვერჰემპტონი 3:0, სანდერლენდი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:0, ფულემი - ბორნმუთი 0:1, მანჩესტერ სიტი - ბრენტფორდი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15737