გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „უნიკახასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 80:85 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა 22 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, რომ „ტენერიფემ“ ნახევარფინალში „რიტასის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ახლა, „უნიკახასთანაც“ დამარცხდა და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა.







