კალათბურთი

22:04 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 8 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 30-ე ტურში „ბარსელონამ“ „ბურგოსი“ ადვილად, 91:76 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო თითო სამქულიანი და საჯარიმო ააცილა.

„ბარსელონა“ 21 მოგებით და 9 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 მაისს, „გრანადას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091635