ფეხბურთი

22:36 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ „ბრენტფორდი“ გაანადგურა და პრემიერლიგაში „არსენალთან“ ჩამორჩენა შეამცირა

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბრენტფორდს“ შორის „ქალაქელების“ გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მე-60 წუთზე ჯერემი დოკუმ გახსნა ანგარიში და „სიტი“ წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა მასპინძელთა მეორე გოლი გაიტანა. ომარ მარმუშმა 90+2 წუთზე საბოლოო წერტილი დასვა - 3:0.

ამ თამაშის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ 74 ქულით ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „არსენალს.“

შემდეგ რაუნდში „ქალაქელები“ ​​19 მაისს სტუმრად „ბორნმუთს“ დაუპირისპირდებიან,.

ინგლისი. პრემიერლიგა, 36-ე ტური. 9 მაისი: ლივერპული - ჩელსი 1:1, ბრაიტონი - ვულვერჰემპტონი 3:0, სანდერლენდი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:0, ფულემი - ბორნმუთი 0:1, მანჩესტერ სიტი - ბრენტფორდი 3:0.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173398