ფეხბურთი

22:55 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მატჩში „ვოლფსბურგი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, კეინმა პენალტი ვერ გაიტანა

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩი „ვოლფსბურგსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის ბავარიელთა გამარჯვეით 0:1 დასრულდა.

36-ე წუთზე „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა. 56-ე წუთზე მაიკლ ოლისემ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, „ვოლფსბურგი“ 26 ქულით გერმანიის უმაღლეს დივიზიონში მე-16 ადგილზეა და სამი პუნქტით უსწრებს ბუდუ ზივზივაზის „ჰაიდენჰაიმს,“ რომელიც კვირას „კიოლნს“ ესტუმრება. ასევე 26 ქულა აქვს „ზანქტ-პაულისაც,“ რომელიც დღეს „ლაიპციგთან“ დამარცხდა.

გერმანია. ბუნდესლიგა. 33-ე ტური. 9 მაისი: შტუტგარტი - ლევერკუზენი 3:1, ჰოფენჰაიმი - ვერდერი 1:0, ლაიპციგი - ზანქტ პაული 2:1, აუგსბურგი - გლადბახი 3:1, ვოლფბურგი - ბაიერნი 0:1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089411