ფეხბურთი

23:06 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილით ლა ლიგის კლუბები ინტერესდებიან

გიორგი ქოჩორაშვილი დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს „სპორტინგს“ დატოვებს. ქართველ ფეხბურთელს პორტუგალიურ გრანდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს, რის გამოც წასვლა გადაწყვიტა.

ყველაზე რეალურია, რომ ის „სპორტინგს“ იჯარით დატოვებს. დაინტერესებულია „ლევანტე“, მაგრამ თუ ვალენსიური გუნდი ლა ლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, გიორგის იქ დაბრუნება რთულად წარმოსადგენი იქნება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც მას აქვს.

A Bola-ს ცნობით, ქოჩორაშვილით ლა ლიგის კიდევ სამი კლუბია დაინტერესებული: „ხეტაფე“, „ჟირონა“ და კონფერენს ლიგის ფინალისტი „რაიო ვალეკანო“. თუ ისინი „სპორტინგს“ შეთავაზებას გაუკეთებენ, შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება.

გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მისი სათამაშო დრო ძალიან შეზღუდულია - ან საერთოდ არ უწევს მოედანზე გასვლა, ან მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე.

ქოჩორაშვილი "სპორტინგს" გასულ ზაფხულს "ლევანტედან" 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094802