ფეხბურთი

23:47 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „პორტუგალიას შეუძლია ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება“

„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ უპასუხა კითხვას, თუ რამდენად კარგად შეუძლია პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და დაასახელა ტურნირის სხვა ფავორიტები.

„პორტუგალიას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მათ წარმოუდგენელი თაობა ჰყავთ. გასულ წელს ერთა ლიგა მოიგეს. 2016 წელს კი ევროპის ჩემპიონატი. ეს თაობა ტექნიკურად წინაზე უკეთესია. რა თქმა უნდა, არის კარლო ანჩელოტის ბრაზილია, არის არგენტინა, მაგრამ პორტუგალიას შეუძლია ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება“, - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132623