საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ ეტიენმა“ „ამიენი“ 5:0 გაანადგურა, რითაც სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი ტრავმის შემდეგ გოლით და საგოლე პასით დაბრუნდა.
ქართველი შემტევი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო: 69-ე წუთზე მან გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა, 85-ე წუთზე კი აიმენ მუფეკს გაატანინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„სენტ ეტიენს“ ძვირად დაუჯდა წინა სამი მარცხი, რადგან საუკეთესო ორ გუნდში ვერ მოხვდა. 60 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ორი ქულით ჩამორჩა „ლე მანს“, რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნდა (მანამდე, იგივე „ტრუამ“ გააკეთა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა).
„სენტ ეტიეს“ შანსი ისევ აქვს, პლეი-ოფში, სადაც „რედ სტარს“ და „როდეზს“ შორის მოგებულს შეხვდება. აქ თუ გაიმარჯვებს, შემდეგ ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანთან მოუწევს დაპირისპირება. ასე რომ, გზა მარტივი არაა, მაგრამ „მწვანეებმა“ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონი 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა. ახლა ის ეცდება, რომ გუნდს პლეი-ოფში დაეხმაროს.





