ფეხბურთი

0:24 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს არაერთი პირობა წაუყენა

ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰდი ტაჯმა განაცხადა, რომ თეირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს არაერთი პირობა წაუყენა, რათა უზრუნველყონ ეროვნული ნაკრების მონაწილეობა ღონისძიებაში და მოითხოვა გარანტიები.

ეს პირობები მოიცავს ვიზების გაცემას, პერსონალისადმი, ირანის დროშისა და ეროვნულ ჰიმნის პატივისცემას. თეირანი ასევე მოითხოვს უსაფრთხოების მაღალ დონეს აეროპორტებში, სასტუმროებსა და სტადიონებისკენ მიმავალ მარშრუტებზე, სადაც გუნდი ითამაშებს.

„ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ტურნირში, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს რწმენას, კულტურას და შეხედულებებს. ყველა მოთამაშემ და სამწვრთნელო შტაბის წევრმა, განსაკუთრებით მათ, ვინც სამხედრო სამსახური გაიარა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში, ვიზები უნდა მიიღონ ყოველგვარი პრობლემის გარეშე“, - ციტირებს Le Parisien ტაჯის სიტყვებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ მიესალმებიან ირანელ ფეხბურთელებს, თუმცა გააფრთხილა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ქვეყანაში არ შეუშვას ირანის დელეგაციის ზოგიერთ წევრი, რომლებსაც კავშირი აქვთ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან.

ირანის ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა და G ჯგუფშია, სადაც ბელგიას, ეგვიპტეს და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. გუნდის სამივე მატჩი შეერთებულ შტატებში გაიმართება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მომავალ ზაფხულს სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094382