ფეხბურთი

1:24 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა

„გალათასარაიმ“ სუპერლიგის 33-ე ტურში „ანტალიასპორი“ 4:2 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ოკან ბურუკის გუნდი აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მარიო ლემინას, ვიქტორ ოსიმენის და კან აიჰანის გოლებით 4:2 მოიგო. ოსიმენმა დუბლი შეასრულა.

შედეგად, ბოლო ტურის წინ „გალათასარაის“ 77 ქულა აქვს და ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ფენერბაჰჩეს“, შესაბამისად, ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება.

„გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ და ისტორიაში 26-ედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089682