ფეხბურთი

1:00 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ „ლეჩე“ დაამარცხა და სერია A-ს ცხრილში „მილანს“ გაუსწრო

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის მატჩი, „ლეჩესა“ და „იუვენტუსს“ შორის ტურინელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა ერთადერთი გოლი. ტურინელმა თავდამსხმელმა მატჩის დასაწყისში, პირველივე წუთზე გამოიჩინა თავი.

„ლეჩე“ იტალიის ჩემპიონატის ცხრილში 36 მატჩიდან 32 ქულით მე-17 ადგილზეა. „იუვენტუსი“ მესამე ადგილზეა 68 ქულით და „მილანს“ (67) უსწრებს. თუმცა, „როსონერიმ“ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173458