კალათბურთი

11:40 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მერკვილაძის 11 ქულა და 6 მოხსნა ბელგიაში

ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ალექს მერკვილაძის „ოსტენდემ“ „ბრიუსელი“ 84:53 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 23 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მერკვილაძემ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ოსტენდემ“ 25 მოგებით და 9 წაგებით მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში „გრონინგენს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.202096