ფეხბურთი

14:00 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ბრაზილიელ ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწია

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელმა ედერსონმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ბრაზილიელი ინგლისურ გუნდს კონტრაქტის 2031 წლამდე გაფორმებაზე დაეთანხმა, რომლის ფარგლებში სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

„მანჩესტერი“ მზადაა „ატალანტას“ 45 მილიონი ევრო შესთავაზოს და დიდი შანსია, რომ გარიგება შედგეს.

ედერსონი 2022 წლიდან თამაშობს „ატალანტაში“ და 178 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „სალერნიტანას“, „ფორტალეზას“, „კორინთიანსის“ და „კრუზეიროს“ წევრი იყო, ბრაზილიის ნაკრებში კი მხოლოდ სამჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088545