ფეხბურთი

12:14 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სლავიას" ფანები "სპარტას" ფანებს მოედანზე თავს დაესხნენ

პრაღის „სლავია“ ძალიან ახლოსაა ჩეხეთის ჩემპიონობასთან, პრინციპში, ტიტულს ინაღდებდა კიდეც „სპარტასთან“ გამარჯვებით, მაგრამ ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დადგა.

„სლავია“ „სპარტას“ 3:2 ამარცხებდა, როცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „სლავიას“ ფანები პეტარდებით მოედანზე შეიჭრნენ და „სპარტას“ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.

შედეგად, მატჩი შეწყდა და ახლა გადაწყვეტილება ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციამ უნდა მიღოს. ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციამ შეიძლება „სლავიას“ მკაცრი სასჯელი დააკისროს, მანამდე კი კლუბი გულშემატკივრების საქციელის გამო დააჯარიმა. თავის მხრივ, შეჭრის შემდეგ, პრაღის „სპარტამ“ გადაწყვიტა „ფორტუნა არენას“ დატოვება და მატჩი არ გაეგრძელებინა, რადგან მთელი გუნდის უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ იდგა.

ამ ეტაპზე, განიხილება, რომ „სპარტას“ ტექნიკური მოგება ჩაეთვლება (3:0) და „სლავიასთვის“ რამდენიმე ქულის ჩამოჭრა, რამაც შეიძლება მკვეთრად შეცვალოს სატურნირო ცხრილში მდგომარეობა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ: „სლავია“ 74 ქულით ლიდერობს ჩეხეთის ჩემპიონატს, „სპარტას“ 8 ქულით ნაკლები აქვს და მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092979