ფეხბურთი

15:00 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯო: "იმ პენალტის გამო იტალიელების წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მან კომენტარი გააკეთა იტალიური ფეხბურთის კრიზისზე და ასევე გაიხსენა 1994 წლის მუნდიალის ფინალიც:

„იტალიაში ნიჭი არსებობს, მაგრამ მისი განვითარებაა საჭირო. გვჭირდება ფორმულა, რომელიც ნამდვილად წაახალისებს ახალგაზრდა იტალიელების გუნდებში გამოყენებას. ჩემი 900-გვერდიანი რეფორმის პროექტი? არ მგონია, რომ ეს საკმარისი იყოს იტალიური ფეხბურთის პრობლემების გადასაჭრელად.

ბავშვები ქუჩებში აღარ თამაშობენ და იტალიელებიც ცოტანი არიან. თუ სხვაგან უნდა მოძებნო და ფეხბურთელს ნატურალიზაცია გაუკეთო ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ესე იგი, ვერ იპოვე იტალიელი, რომელიც იმავე დონეზე სათამაშოდ მზად იქნება.

პასადენას ფინალი? ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. დღემდე დამნაშავედ ვგრძნობ თავს ყველა იტალიელის წინაშე: არასდროს დამირტყმამს პენალტი ასე მაღლა... დელპიეროსთან არასდროს ყოფილა ნამდვილი მეტოქეობა: ის პატარა ძმასავით იყო“, - თქვა ბაჯომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090794