ფეხბურთი

16:30 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად "კომო" ევროტურნირებზე გავიდა

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „კომომ“ სტუმრად გავარდნილი „ვერონა“ 1:0 დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სესკ ფაბრეგასის გუნდი აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ სამი ქულის მოპოვება გაუჭირდა. საბოლოოდ, მიზანს მაინც მიაღწია, რადგან ანასტასიოს დუვიკასმა 71-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელმაც ტბისპირელებს უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა.

„კომო“ 65 ქულით მეხუთე ადგილზეა და ევროტურნირებზე თამაშის უფლება კი გაინაღდა, მაგრამ რეალური შანსი აქვს, რომ ოთხეულში მოხვდეს და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს. თანაც, სესკ ფაბრეგასის გუნდს კონკურენტებთან შედარებით მარტივი კალენდარი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე უმოტივაციო „პარმა“ იქნება.

თეგებიკომოსერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087753