ფეხბურთი

17:09 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სელტიკის" ქამბექი "ოლდ ფირმის" დერბიში

შოტლანდიის პრემიერშიპის 36-ე ტურში „ოდლ ფირმი“ შედგა, რომელშიც „სელტიკს“ „რეინჯერსთან“ ქულები რომ დაეკარგა, საჩემპიონო შანსს პრაქტიკულად კარგავდა.

თუმცა, „სელტიკმა“ შეცდომა არ დაუშვა, მოიგო და „ჰართსზე“ ზეწოლას აგრძელებს. „რეინჯერსი“ მეცხრე წუთზე მაიკ მურის გოლით დაწინაურდა, რასაც შესვენებამდე იან ჰიუნ-ჯუნმა უპასუხა.

მეორე ტაიმში „კელტებმა“ მოიპოვეს უპირატესობა და მეორე ნახევრის დასაწყისში დაიზენ მაედამ დუბლი შეასრულა. იაპონელს მეორე გოლი შედევრი გამოუვიდა - "მაკრატელა" დარტყმით გაიტანა. „სელტიკმა“ 3:1 მოიგო და ბრძოლაშია.

„სელტიკი“ 76 ქულით მეორე ადგილზეა, ერთადერთი ქულით ჩამორჩება „ჰართსს“ და საჩემპიონო რბოლაშია. მომდევნო ტურში მარტინ ონილის გუნდი 13 მაისს, „მოზერველს“ ესტუმრება, ბოლო ტურში კი „სელტიკ პარკზე“ სეზონის ფინალია - „სელტიკი“ – „ჰართსი“!

„რეინჯერსი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 69 ქულით მესამეა და ჩემპონობის შანსი აღარ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174111