ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში „ვილიარეალი“ „მალიორკას“ ესტუმრა, რომელსაც დაუზავდა.
31-ე წუთზე მარსელინოს გუნდი აიოზე პერესმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა, ხოლო ტაიმის მიწურულს ვედათ მურიქმა გაათანაბრა და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა - ფრე 1:1.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში დუბლი შეასრულა და შესანიშნავად ითამაშა, დღეს, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მხოლოდ 70-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 40 შეხვედრაში 13 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.
„ვილიარეალი“ 69 ქულით მესამე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოპოვებული აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 13 მაისს, „სევილიას“ უმასპინძლებს.





