საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში გორის „დილამ“ „მეშახტე“ დაამარცხა.
დიეგო ლონგოს გათავისუფლების შემდეგ პირველივე შეხვედრაში გორელებმა სამი ქულა მოიპოვეს. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა სტუმართა შემტევმა შოთა შეყილაძემ ორჯერ გაიტანა და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა.
„დილამ“ ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 19 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „მეშახტე“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 10 ქულით ბოლო საფეხურზეა და წინ „დინამო ბათუმთან“ დაპირისპირება ელოდება.
„მეშახტე“ – „დილა“ 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 შეყილაძე (17), 0:2 შეყილაძე (38)





