კალათბურთი

18:50 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

რიდის 25 ქულა და კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ „მერსინი“ 90:80 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მარკის რიდი კი ისევ საუკეთესო იყო.

რიდმა 35 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 13-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო, შედეგიანობითაც. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 გამოდგა.

„ტრაბზონსპორმა“ რეგულარული სეზონი 19 მოგებით დ 11 წაგებით მეექვსე ადგილზეა დაასრულა და მეოთხედფინალში „ბაჰჩეშეჰირს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164996