ფეხბურთი

19:22 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვი უკრაინის ჩემპიონია

უკრაინის ჩემპიონატის 27-ე ტურში „შახტარმა“ სტუმრად „პოლტავა“ 4:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

არდა თურანის გუნდმა ისაკე სილვას დუბლით, დმიტრო კრისკივის და ლასინა ტრაორეს გოლებით ძალიან ადვილად მოიგო. ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

„შახტარს“ 66 ქულა აქვს და მდევრებისთვის მიუწვდომელია. დონეცკური გუნდი მე-16-ედ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ხოლო აზაროვმა ეს ტიტული მეორედ მოიპოვა.

მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა, კონკრეტულად უკრაინის ჩემპიონატში კი 11 თამაშში 1 ასისტით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086358