ესპანეთის ნაკრებს შესაძლოა მუნდიალზე ნიკო ვილიამსი დააკლდეს. „ბილბაოს“ ფეხბურთელი „ვალენსიასთან“ შეხვედრაში დაშავდა.
ის პირველივე ტაიმში შეცვალეს და მოედანი თავისი ფეხით დატოვა, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული იყო და იმეორებდა: „შეუძლებელია, ეს შეუძლებელია“.
ტრავმის სიმძიმეს ზუსტად სამედიცინო შემოწმება დააგდენს, თუმცა, რადგან ზუსტად ერთ თვეში იწყება მსოფლიოს ჩემპიონატი, უცნობია, მანამდე ფორმაში ჩადგომას მოასწრებს თუ არა 23 წლის შემტევი, რომელსაც ორი წლის წინ შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა.





