ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურში „რასინგმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, გიორგი გულიაშვილმა კი საგოლე პასი მიითვალა.
სანტანდერელებმა სტუმრად „ლეგანესი“ 2:1 დაამარცხეს. 26-ე წუთზე ანგარიში მაგეტ გეიემ გახსნა, რომელსაც შედეგიანი გადაცემა ქართველმა თავდამსხმელმა გაუკეთა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს და „რასინგმა“ 2:1 მოიგო.
გიორგი გულიაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„რასინგი“ ძალიან ახლოსაა ლა ლიგის საგზურთან, მაგრამ დარჩენილ სამ ტურში ქულები კიდევ სჭირდება, რადგან 75 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა, მესამეადგილოსან და შესაბამისად, პლეი-ოფის ზონაში მყოფ „ალმერიასთან“ მხოლოდ ოთხქულიანი უპირატესობა აქვს. სანტანდერელები მომდევნო ტურში 16 მაისს, „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებენ.





