ფეხბურთი

21:11 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" და "ტორპედომ" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში თბილისის „იბერია“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაზავდნენ.

მატჩის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა, როცა გუნდებმა გოლები გაცვალეს: ანგარიში მეექვსე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თავი დიეგო დეისაძემ გამოიჩინა. თუმცა, „იბერიამ“ ტაიმის მიწურულს აღადგინა წონასწორობა, გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა.

მეორე ნახევარში გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ფრე 1:1.

„იბერია“ 24 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, 17 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და გორის „დილას“ გაეჯიბრება.

„იბერია“ – „ტორპედო“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 დეისაძე (6), 1:1 ღუდუშაური (44)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095518