ფეხბურთი

21:44 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმის" სასიცოცხლო გამარჯვება და ბუნდესლიგაში დარჩენის იმედი

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „კიოლნი“ 3:1 დაამარცხა და გადარჩენის შანსი შეინარჩუნა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველმა ფორვარდმა ამჯერად ვერ გაიტანა. მან 84 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„ჰაიდენჰაიმი“ მერვე წუთზე იან შოპნერმა დააწინაურა, ორ წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ 28-ე წუთზე არიონ იბრაჰიმოვიჩმა სტუმრები ისევ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში შოპნერმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, გასულ სეზონში "ჰაიდენჰაიმის" მაისურით ნახევარ სეზონში 17 თამაშში 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მანამდე, სეზონის პირველ ნახევარში "კარლსრუეს" მაისურით II ბუნდესლიგაში 12 გოლი მიითვალა. ის პირველი ფეხბურთელია "ჰაიდენჰაიმის" ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა (5 გოლი - „უნიონის“, „ფრაიბურგის“, „ზანკტ პაულისა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ).

ბოლო ტურის წინ „ჰაიდენჰაიმს“, „ვოლფსბურგსა“ და „ზანკტ პაულის“ 26-26 ქულა აქვთ. პირდაპირ გადარჩენის შანსი მათ აღარ აქვთ, ამ სამი გუნდიდან ორი აუცილებლად გავარდება, მესამე კი შანსს პლეი-ოფში მიიღებს, სადაც II ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს შეხვდება. ცნობისთვის, გასულ სეზონში „ჰაიდენჰაიმი“ სწორედ ასე გადარჩა გავარდნას.

ბოლო ტურში „ჰაიდენჰაიმი“ „მაინცს“ უმასპინძლებს, ხოლო მისი კონკურენტები - „ზანკტ პაული“ და „ვოლფსბურგი“ ერთმანეთს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165568